|
2024-06-10 10:52:13, 382 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ განცს - ახლა არ არის დრო, რომ უარი თქვა კამპანიაზე - ახლა არის დრო, გავაერთიანოთ ძალები
ბენი, ახლა არ არის დრო, რომ უარი თქვა კამპანიაზე - ახლა არის დრო, გავაერთიანოთ ძალები, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში წერს და ისრაელის ომის კაბინეტის წევრს, ბენი განცს კოალიციაში დარჩენისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ გააგრძელებს გამარჯვებას და ომის ყველა მიზნის, „პირველ რიგში, მძევლების გათავისუფლების და „ჰამასის" განადგურების“ მიღწევას. „ისრაელი არის ეგზისტენციალურ ომში მრავალ ფრონტზე, ბენი, ახლა არ არის დრო, რომ უარი თქვა კამპანიაზე - ახლა არის დრო, გავაერთიანოთ ძალები. ჩემი კარი ღია დარჩება ნებისმიერი სიონისტური მხარისთვის, რომელსაც სურს, იტვირთოს და და დაგვეხმაროს ჩვენს მტრებზე გამარჯვების მიღწევაში და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხობის უზრუნველყოფაში“, - აღნიშნავს ნეთანიაჰუ. ცნობისთვის, ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა, ბენი განცმა განაცხადა, რომ მისი პარტია მმართველ კოალიციას ტოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)