|
2024-06-07 19:06:40, 347 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით და GAIA-ს ორგანიზებით, ღონისძიება „AI და სტარტაპები“ ჩატარდება
„საქართველოს ბანკისა“ და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობა გრძელდება. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით და ასოციაციის ორგანიზებით, 9 ივნისს, 13:00 საათზე, შეხვედრა - „ხელოვნური ინტელექტი და სტარტაპები“ გაიმართება. ღონისძიების მიზანი ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის დაგროვებული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებაა. ღონისძიება საინტერესო იქნება მომავალი და მოქმედი სტარტაპერების, მონაცემთა მეცნიერებისა და ინჟინრების, სტუდენტებისა თუ სხვა პირებისთვის, ვისაც AI და ინოვაციები აინტერესებს. ღონისძიებაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: • რა არის AI სტარტაპი; • როგორ ქმნის ღირებულებას AI სტარტაპი; • რა პროგრამები და შესაძლებლობები არსებობს ახალი AI სტარტაპებისთვის; • რა აინტერესებთ ინვესტორებს AI სტარტაპისგან; • როგორია გლობალური AI სტარტაპების ტრენდები. ღონისძიების სპიკერები არიან ქართველი სპეციალისტები, რომლებიც ტექნოლოგიური მიმართულებებით მუშაობენ. ამასთან, თავად ქმნიან სტარტაპებს ან ეხმარებიან სხვებს განვითარებაში. ღონისძიებაზე დრო დაეთმობა იდეების გაცვლის სესიასაც, რომლის ფარგლებში დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ პოტენციური პარტნიორები ან მიიღონ კვალიფიციური რეკომენდაცია დარგის სპეციალისტისგან. „მსოფლიო სტარტაპ ეკოსისტემაში AI სტარტაპებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ამიტომ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას „ხელოვნური ინტელექტი და სტარტაპები“. ჩვენი, როგორც ტექნოლოგიური ორგანიზაციის მიზანია, ხელი შევუწყოთ ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ ინფორმაციის გაცვლას და სტიმული მივცეთ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებით დაინტერესებულ ადამიანებს, იპოვონ თანამოაზრეები და საკუთარი იდეები რეალობად აქციონ. ჩვენ მომავალშიც არაერთ ღონისძიებას შევთავაზებთ როგორც ტექნოლოგიებით, ისე სტარტაპერობით დაინტერესებულ ადამიანებს“, - ამბობს მიხეილ ნადარეიშვილი, „საქართველოს ბანკის“ მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. შეხვედრა გაიმართება თბილისში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, რუსთაველის 7 ნომერში. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ ამ ბმულს.
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)