|
2024-06-06 16:09:58, 365 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი სპეციალური ოპერაციებისა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობებში იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის, ხოლო მახათას მთაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრი სამხედრო ბაზებს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესტუმრა. „ირაკლი ჩიქოვანმა მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობაში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები მიმდინარეობს სპეციალური ოპერაციების სარდლობისა და საწვრთნელი ცენტრის შტაბების შენობებში, სპეციალური ოპერაციების, სპეციალური დანიშნულების სკოლის, რეინჯერთა სკოლის და უზრუნველყოფის ასეულის შენობებში, რეინჯერთა ბატალიონისა და სპეციალური ოპერაციების ბატალიონის ყაზარმებში, ასევე სასადილოს, ლაზარეთსა და სხვა დამხმარე შენობების. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ თავდაცვის ძალები სრულად იქნება უზრუნველყოფილი იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურით, რომელიც უფრო მაღალეფექტიანი თავდაცვისუნარიანობისთვისაა საჭირო. მუხროვანის ბაზაზე მინისტრი სპეციალური ოპერაციების სარდლობის შეიარაღებისა და აღჭურვილობის ნიმუშებსაც გაეცნო. ადგილზე გამოფენილი იყო თავისუფალი ვარდნისა და სტატიკური ხაზით ხტომის საპარაშუტო, ასევე სნაიპერისა და სახმელეთო სპეცდანიშნულების აღჭურვილობა. ირაკლი ჩიქოვანი მუხროვანში, ასევე ესტუმრა ბაზაზე არსებულ ეკლესიას და სამხედრო კაპელანს გაესაუბრა. თავდაცვის მინისტრმა მუხროვანის ბაზის შემდეგ მახათას მთაზე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. სამუშაოები მიმდინარეობს ოთხ საცხოვრებელ ყაზარმაში, სამ ბატალიონის შტაბში, სარდლობისა და ბრიგადის შტაბებში, სპორტულ დარბაზში, სასწავლო კლასების შენობაში, ლაზარეთში, საკონტროლო გამშვებ პუნქტსა და სასადილოში“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)