|
2016-02-15 13:11:09, 392 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი: ნატოს მოკავშირეების დახმარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ზეწოლას ზრდის
პრეზიდენტ ობამამ აღმოსავლეთ ევროპაში დაფინანსების ზრდა და დიდი მხარდაჭერა მოითხოვა, - ასე უპასუხა ამერიკის საგანგებო და სრუუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტის კითხვას თუ რომელ სფეროში სჭირდება საქართველოს ყველაზე მეტად ამერიკის დახმარება. როგორც კელიმ აღნიშნა კონგრესის მხრიდან თანხების დადასტურება ჯერ არ მომხდარა. „მიმაჩნია, რომ ეს ძალზედ მნიშვნელოვანი თემაა. პრეზიდენტ ობამამ მოითხოვა დაფინანსების ზრდა და დიდი მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპაში. მან მოითხოვა ჩვენი - ნატოს მოკავშირეების დახმარება. ეს მნიშვნელოვანია იმ ფონზე როდესაც რუსეთი ზეწოლას ზრდის. კონგრესის მხრიდან თანხების დადასტურება ჯერ არ მომხდარა, მაგრამ ეს არის ის სფეროები სადაც საქართველოს ამერიკის დახმარება რეალურად სჭირდება. კონცენტრირება გახლავთ ნატოსთან თავსებადობაში მოყვანა. ასე, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის მიერ შესაძლებლობების შეკავება, განვითარება, მაშინ როდესაც ქვეყანა აგრძელებს ზრდას და სუვერნულ ცხოვრებას“, - განაცხადა იან კელიმ.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)