|
2024-06-06 13:22:30, 305 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - საქართველოში წყლის რესურსების სფეროში მიმდინარე პროექტები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა წარმატების მაგალითებად განიხილეს
ქალაქ ბრიუსელში, წყლის დაფინანსების (Water Financing) შესახებ რეგიონული მრგვალი მაგიდის მე-11 სესიაზე, საქართველოში წყლის რესურსების სფეროში მიმდინარე პროექტები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა წარმატების მაგალითებად განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების რეგიონულ შეხვედრასა და სხდომის ფარგლებში გამართულ პლენარულ დისკუსიაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მიიღო მონაწილეობა. "რეგიონული შეხვედრის მიზანს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში წყლის რესურსების მართვის, დაფინანსების გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ინვესტიციების მოზიდვის ეფექტიანი გზების მოძიება, ასევე, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ღონისძიებაში, ევროკომისიისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. ნინო თანდილაშვილმა წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა და ყურადღება ევროკავშირის შესაბამისი დირექტივის საფუძველზე შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა წყლის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველყოფისთვის სააუზო მართვის პრინციპებზე გადასვლის მნიშვნელობის საკითხი. რეგიონული შეხვედრა ევროკომისიისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით, ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის, წყლის მსოფლიო საბჭოსა და მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით გაიმართა. მნიშვნელოვანია, რომ წყლის დაფინანსების შესახებ მრგვალი მაგიდა გლობალურ საჯარო და კერძო დიალოგის პლატფორმას წარმოადგენს. შეხვედრას დაესწრო და პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, რომელმაც წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობის კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, სამომავლო გეგმებსა და საჭიროებებზე ისაუბრა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)