12:59 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-06 11:07:27, 384 ნახვა

ეკონომიკა
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ნიდერლანდებში, ქალაქ ამსტერდამში გამართულ გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართული სტენდი პირველად იყო წარმოდგენილი. 

გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ქართულმა კომპანიებმა  ნათსჯი, კულა, ბატონო,  არომაპროდაქტი,  მაისი 2020, კამპა, ველინგტონი და ჩემპი, რომლებმაც გამოფენის სტუმრებს ქართული აგროპროდუქცია: თხილი, წვენები, ჩიფსები, ჯემები და კომპოტები გააცნეს. 

ამსტერდამში გამართულ გამოფენას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია ესწრებოდნენ. 

„ევროკავშირის ბაზარი არის სტრატეგიული მიმართულება ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის. ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც ქართული სტენდი სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა იყო  მოწყობილი, პროდუქცია 8 ქართულმა კომპანიამ წარადგინა, რაც კარგი შესაძლებლობაა ქართული კომპანიებისთვის, დაამყარონ კავშირები და განავითარონ ექსპორტი პრიორიტეტული მიმართულებებით“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ. 

როგორც ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით სოლომონიამ  აღნიშნა, ამსტერდამში გამართულ ერთ-ერთ მასშტაბურ გამოფენაზე ქართული მხარის  მონაწილეობა მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და ევროკავშირის ბაზარზე წვდომის კუთხით. 

ამსტერდამში გამართულ გამოფენაში World of Private Label International Trade Show მონაწილეობას იღებდა 3 000-მდე კომპანია 73  ქვეყნიდან, მოწყობილი იყო 60-ზე მეტი საერთაშორისო და რეგიონული პავილიონი. 

გამოფენაში მონაწილეობდნენ როგორც საკვები და სასმელი პროდუქციის, ასევე საყოფაცხოვრებო, ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებების სექტორის წარმომადგენლები.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics