|
2024-06-05 10:53:44, 447 ნახვა
საზოგადოება
„ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარედ, ცხენმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა“ - მამაკაცი მაშველებმა ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, კახეთის რეგიონიდან, მძიმედ დაშავებული მამაკაცი ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხენებით სეირნობის დროს, მოქალაქეს ცხენმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში და უგზოობის გამო, თანმხლები პირები ვერ ახერხებდნენ მის გამოყვანას. "მოქალაქის სამედიცინო პუნქტში გადაყვანის მიზნით, სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მეხანძრე-მაშველების მიერ უმოკლეს დროში მოხდა მოქალაქისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და შემდგომ მისი თბილისში, ვერტმფრენით გადმოყვანა. ამ დროისთვის მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)