|
2024-06-04 13:09:18, 419 ნახვა
საზოგადოება
უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ბადრი შონიას, გოჩა ჯეირანაშვილისა და გიზო უბილავას კანდიდატურები წარუდგინა. "სამუშაო ჯგუფს კომიტეტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს. ფრაქცია "ქართულ ოცნებას" სამუშაო ჯგუფში 15 წევრი ეყოლება, ხოლო სხვა ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფებს და პარლამენტის უფრაქციო წევრებს შესაძლებლობა აქვთ, თითო-თითო წევრი წარადგინონ",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)