|
2024-06-02 13:01:59, 437 ნახვა
მსოფლიო
ირანის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი დარეგისტრირდა
ირანის ისტორიაში პირველად, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილების მისაღებად ქალი, ყოფილი დეპუტატი ზოჰრე ელაჰიანი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, 57 წლის ზოჰრე ელაჰიანი პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ყოფილი წევრი და ორგზის პარლამენტარია. რეგისტრაციის შემდეგ ელაჰიანმა გამოაცხადა თავისი დევიზი: „ჯანსაღი მთავრობა, ჯანსაღი ეკონომიკა, ჯანსაღი საზოგადოება“ და პირობა დადო, რომ კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლებს. როგორც ირანული მედია წერს, ელაჰიანი მხარს უჭერს ჰიჯაბის ტარების წესს. ის ასევე მომხრე იყო მოძრაობის „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ მონაწილე მომიტინგეების სიკვდილით დასჯის, რის გამოც, მას კანადამ მარტში სანქციები დაუწესა. ცნობისთვის, ირანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს არის დაგეგმილი. არჩევნები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)