|
2024-06-01 13:54:50, 411 ნახვა
მსოფლიო
მაიკ პენსი - ტრამპის გასამართლება პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით აღმაშფოთებელია
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გასამართლება პოლიტიკური ბრალდებებით, აღმაშფოთებელია, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა. პენსის თქმით, ეს არის „პოლიტიკური დევნა“ და ტრამპს გასაჩივრების უფლება აქვს. „არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ჩვენი სასამართლო არ უნდა იქცეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოსაყენებელ იარაღად. ეს მილიონობით ამერიკელისთვის სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა. ეს ძირს უთხრის ნდობას ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, ასევე, ეს გადაწყვეტილება საშინელ მესიჯს უგზავნის მსოფლიოს ამერიკული მართლმსაჯულების სისტემაზე და კიდევ უფრო გვყოფს საზოგადოებას მაშინ, როდესაც ამერიკელი ხალხი ებრძვის ბაიდენის წარუმატებელ პოლიტიკას ქვეყნის შიგნით და გარეთ. ტრამპს აქვს სრული უფლება, გაასაჩივროს გადაწყვეტილება. მჯერა, რომ ის გაუქმდება სააპელაციო წესით და საზოგადოების ნდობა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის მიმართ არდგება”, - აღნიშნავს პენსი. შეგახსენებთ ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)