|
2015-02-12 14:18:07, 1520 ნახვა
მსოფლიო
მინსკის მოლაპარაკებების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დონეცკიდან და ლუგანსკიდან მძიმე ტექნიკას გაიყვანენ
მოლაპრაკების შედეგად დადგინდა, რომ საომარი მოქმედების პირველი ხაზიდან გაყვანილი იქნეს, როგორც სეპარატისტების, ასევე უკრაინული არმიის მძიმე ტექნიკა. „მე ვთვლი, რომ პირველი ხაზიდან გაყვანილი უნდა იყოს მძიმე ტექნიკა, ამაზე შეთანხმება შედგა გასული წლის 19 სექტემბერს მინსკის შეხვედრაზე. ვფიქრობ, რომ ეს დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს“,-განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. როგორც პუტინმა აღნიშნა, სეპარატისტები ვარაუდობენ, უკრაინული არმია დებალცევოში იარაღს ჩააბარებს. შეთანხმების მიხედვით, სეპარატისტები უკან დაიხევენ იმ პოზიციებიდან, რომელიც სექტემბერში, მინსკში მემორანდუმით შეთანხმდა. ამასთან, მინსკის დოკუმენტის მიხედვით, ყველა უცხოურ შეიარაღებულ ფორმირებას უკრაინის ტერიტორიის დატოვება მოუწევს. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით , მინსკში შეთანხმებულ დოკუმენტში არის პუნქტი, რომელიც ყველა უცხოური შეიარაღებული ფორმირების მიერ უკრაინის ტერიტორიის დატოვებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)