07:44 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-31 20:55:58, 347 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეთა კუთვნილი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, თბილისში საშუამავლო ოფისი გახსნეს და მოქალაქეებს სესხის ხელშეკრულების გაფორმებასა და სესხის თანხის აღებაში დახმარებას ჰპირდებოდნენ, სანაცვლოდ კი სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ჩადებას სთხოვდნენ. ასევე ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოქალაქეებს ჰპირდებოდნენ, რომ თუ სესხის სახით აღებულ თანხას ან თანხის ნაწილს მათ მისცემდნენ, სესხის ხელშეკრულების პროცენტს თავად გადაიხდიდნენ, თანხას კი ბიზნესში ჩადებდნენ და მესაკუთრეს მოგებით დაუბრუნებდნენ. რეალურად ისინი არანაირ ბიზნესს არ აწარმოებდნენ და არც სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს იხდიდნენ. 
აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობით ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ 9 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 266 568 ლარს. ასევე დაზარალებულებმა დაკარგეს მათი უძრავი ქონებები. 
სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 30 მაისს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; 12 ეპიზოდი) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენისა და გამოვლენის მიზნით.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics