|
2024-05-28 10:11:14, 429 ნახვა
სამართალი
პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის, თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფინანსურ ინსტიტუტში თანხის დაბანდების შემთხვევაში მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღების თაობაზე ინტერნეტსივრცეში ყალბი რეკლამა განათავსეს. "ბრალდებულებმა დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია დაამყარეს და ნდობაში შესვლის შემდეგ, დაზარალებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში, მსჯავრდებულის მიერ დაფუძნებული ფიქტიური საწარმოს საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. შემდგომში, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, დაზარალებულებს მათ მიერ კონტროლირებად უცხოურ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს, რა გზითაც დაახლოებით 1 760 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ ფიზიკურ პირს, სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო იურიდიულ პირს 10 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება და დაეკისრა ჯარიმა 150 000 ლარის ოდენობით. განაჩენით, ფიქტიური იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე დაყადაღებული 250 000 აშშ დოლარი დაუბრუნდა დაზარალებულს, ხოლო დარჩენილი თანხა სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)