|
2016-02-13 17:25:28, 1289 ნახვა
მსოფლიო
ჯონ კერი: მიუნხენში მიღწეული შეთანხმებების ჩაშლის შემთხვევაში, სირიაში შესაძლოა, დამატებითი სამხედრო ძალები შევიდნენ
მიუნხენში მიღწეული შეთანხმებების ჩაშლის შემთხვევაში, სირიაში შესაძლოა სხვა ქვეყნებიდან დამატებითი სამხედრო ძალები შევიდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა ჯონ კერიმ ერთ-ერთ არაბულ ტელეკომპანიასთან საუბრისას განაცხადა. როგორც " Orient-News“ იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სირიაში ამერიკული სახმელეთო ძალების გაგზავნა გამორიცხა, თუმცა თვის დასაწყისში საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის მიზნით მზად არის, სირიაში სამხედროები გაგზავნოს. "თუ ასადის რეჟიმი ვალდებულებებს არ შეასრულებს, ირანელები და რუსები კი არ აიძულებენ ასადს, შეასრულოს დანაპირები, საერთაშორისო საზოგადოების წევრები უმოქმედოდ არ იჯდებიან", - განაცხადა ჯონ კერიმ. 12 თებერვალს მიუნხენში მიღწეული შეთანხმებით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა დაწესდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)