16:16 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-24 15:08:10, 399 ნახვა

საზოგადოება
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია აცხადებს საგრანტო კონკურსს სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სექტორის მხარდასაჭერად

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ENPARD IV-ის ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სექტორის მხარდასაჭერად. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონკურსი მოიცავს სამ განსხვავებულ მხარდაჭერის პაკეტს, რომელთაგან თითოეული მიმართულია სხვადასხვა სექტორსა და ბენეფიციარებზე:

  • მხარდაჭერის პაკეტი მტკნარი წყლის თევზსაჭერი და სანაშენე მეურნეობების სურსათის უვნებლობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლა
  • მხარდაჭერის პაკეტი რძისა და ყველის მცირე მწარმოებელი ქალებისთვის
  • მხარდაჭერის პაკეტი ბოსტნეულის მწარმოებლებისთვის შეწამვლის პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით

„თითოეული მხარდაჭერის პაკეტის ქვეშ, თანამონაწილეობითი გრანტი დააფინანსებს გრანტის მთლიანი ღირებულების 70%- და ითვალისწინებს ბენეფიციართა თანაინვესტირებას გრანტის მთლიანი ღირებულების მინიმუმ 30%-ის ოდენობით.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ივნისი.

განაცხადის წარდგენის წესების, საჭირო დამატებითი დოკუმენტებისა და წახალისებული ინვესტიციების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: WWW.FAOGRANTS.ge“, აღნიშნულია უწყების ინოფრმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics