17:13 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-23 11:31:00, 429 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი მეორე ვერტმფრენი გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას რიგით მეორე H 145 ვერტმფრენი შეემატა - მისი ოფიციალური გადმოცემა გერმანიაში, Airbus Helicopters-ის საწარმოში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით - ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.

"ახალი, ევროპული ტიპის H 145 ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება ქართული ეკიპაჟის მიერ განხორციელდა, რომელთაც სრული გადამზადება გერმანიაში, Airbus Helicopters-ის​ სასწავლო აკადემიაში გაიარეს.

2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან სამი H145 ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით. მესამე ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics