|
2016-02-13 13:16:08, 577 ნახვა
საზოგადოება
ფოლკლორის შენარჩუნება-განვითარების საკითხებზე გურიაში იმსჯელეს
გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალსა და გურიაში ფოლკლორის შენარჩუნება-განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრას საქართველოს ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, ურეკი-შეკვეთილის საკონცერტო დარბაზის დირექტორი დავით ბერაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მნიშვნელობასა და მოსალოდნელ შედეგებზეც ისაუბრეს. „ფესტივალი ხელს შეუწყობს მსოფლიო მასშტაბით ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშების პოპულარიაზაციას, ასევე ქართველი მსმენელისათვის სხვა ქვეყნების და მათ შორის მეზობელი ქვეყნების ხალხური შემოქმედების ნიმუშების უკეთ გაცნობას“,- აღინიშნა შეხვედრაზე. მნიშვენლოვანია, რომ ფესტივალი შეკვეთილსა და ოზურგეთში გაიმართება. საქართველო უდიდესი ტრადიციების ქვეყანაა, რომლის ხალხური შემოქმედების ნიმუშები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. საქართველოში დღემდე არ ჩატარებულა ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორული კოლექტივები და ქართველ მაყურებელს გააცნობენ საკუთრი ქვეყნის ხალხურ შემოქმედებას. ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი განხორციელდება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს ცენტრალური და ადგლობრივი მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)