|
2016-02-12 17:50:43, 583 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი „კურიერის“ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
როგორც ეროვნული ბოტანიკური ბაღის განცხადებაშია აღნიშნული, სიუჟეტში ბოტანიკური ბაღის პოზიცია და მოსაზრებები სრულად არ იქნა წარმოჩენილი. „11 თებერვალს გადაცემა „კურიერის“ მთავარ გამოშვებაში, სიუჟეტში, გაჟღერდა, თითქოს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იგეგმება სხვადასხვა დანიშნულების მქონე შენობა-ნაგებობების მშენებლობა, რომელიც დაკავშირებულია „პანორამა თბილისის“ პროექტთან. სამწუხაროდ სიუჟეტში ბოტანიკური ბაღის პოზიცია და მოსაზრებები არ იქნა სრულად წარმჩენილი. ცნობისათვის, გასული წლის 23 ნოემბრის „კურიერის“ ეთერში იგივე თემაზე მომზადებულ სიუჟეტი ანალოგიური აქცენტებით გავიდა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს არავითარი შეხება არა აქვს აღნიშნულ პროექტთან, ხოლო ბოტანიკურ ბაღში ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდებოდა და განხორცილედება ბაღის განვითარების წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით. ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანთლებლო საქმიანობის ხელშეწყობის, ასევე ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საჭიროებებიდან გამომდინარე. ამას ვაცხადებდით ადრეც, ვაცხადებთ დღესაც და სამომავლოდაც დავიცავთ ამ პრინციპს. ბოტანიკური ბაღი არის ღია და გამჭვირვალე ორგანიზაცია, გვესმის საზოგადოებრივი ჩართულობის აუცილებლობაც. სწორედ ამ მიზნით იგეგმება საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა, რომელიც აქტიურად მიადევნებს თვალყურს ორგანიზაციის საქმიანობას, მისი განვითარების ტენდენციებს და მისცემს მას კვალიფიციურ რეკომენდაციებს. ჩვენ ამის შესახებ განვაცხადეთ გუშინ და გვქონდა იმედი, რომ “კურიერი” ამის შესახებაც აცნობებდა საზოგადოებას, თუმცა ფაქტია, რომ თემა არ გასცდა პოლიტიკურ კონიუქტურას. ამიტომ მივმართავთ სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს - ნუ გამოიყენებენ საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებულ საკითხებს პოლიტიკური სპეკულაციებისათვის“,-ნათქვამია განცხადებაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)