|
2024-05-10 15:14:05, 411 ნახვა
საზოგადოება
„სტუდია მონიტორი“ - ნინო ზურიაშვილს კუთვილი მანქანა დაუზიანეს
„სტუდია მონიტორის“ დამფუძნებელს, ნინო ზურიაშვილს კუთვილი მანქანა დაუზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სტუდია მონიტორი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათი ცნობით, გარდა ამისა, ზურიაშვილის სახლის ფასადზე შეურაცხმყოფელი პლაკატები გააკრეს. „უკვე მესამე დღეა, გრძელდება ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებული ტერორი „სტუდია მონიტორისა" და მისი დამფუძნებლის, ნინო ზურიაშვილის წინააღმდეგ. დღეს დილით, ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს. ასევე, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე გააკრეს შეურაცხმყოფელი პლაკატები. გუშინ, ანალოგიური შინაარსის პლაკატები გააკრეს იმ კორპუსში, სადაც „სტუდია მონიტორის" ოფისია განთავსებული. ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით მივმართეთ საგამოძიებო უწყებებს. ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზე მსგავსი თავდასხმის შემთხვევებზე, გვაფიქრებინებს, რომ ამ ფაქტების მიღმა სწორედ ხელისუფლება დგას. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რუსული სცენარით ანგარიშსწორების ეს მეთოდები, რასაც ბოლო დღეებში მიმართავენ საქართველოში. მიუხედავად ამისა, „სტუდია მონიტორის“ გუნდი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობას“, - აღნიშნულია „სტუდია მონიტორის“ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)