|
2024-05-08 19:11:44, 606 ნახვა
ეკონომიკა
ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
„პორშე ცენტრი თბილისმა“ პორშეს სამყაროში ისტორიული აღიარება მოიპოვა. PACE 2023-ის ჯილდო კომპანიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მსოფლიო კონკურსში გადაეცა. საერთაშორისო კონკურსში „პორშე ცენტრი თბილისი“ ცენტრალური და აღმოსავლეთ რეგიონის ქვეყნებიდან მეორე ადგილზე გავიდა. Porsche After Sales World Challenge წელს ლისაბონში გაიმართა და მასში 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. პროექტი მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და გამარჯვებულები წლის ბოლოს სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა. Porsche After Sales World Challenge-ის კონკურსში ჟიური გამარჯვებულებს 5 მთავარი კრიტერიუმის მიხედვით არჩევს, რაც მოიცავს როგორც სერვისის გამართულობას, ისე სათადარიგო ნაწილების ბიზნესსა და მარკეტინგულ აქტივობებს.
ირაკლი იმნაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი: „Porsche After Sales World Challenge არის კონკურსი, რომელშიც მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ. 27 ბაზარს შორის საქართველო მეორე ადგილზე გავიდა, რაც ამ რეგიონისთვის ძალიან დიდი მიღწევაა. კონკურსში საქართველოს ჩვენ, „პორშე ცენტრი თბილისი“, წარმოვადგენდით და კონკურენციას ვუწევდით ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონის ქვეყნებს. ეს არის კონკურსი, სადაც არანაირი მონეტარული ინტერესი არ არსებობს, მიზანი მხოლოდ კომპანიის პრესტიჟი და ქვეყნის პოპულარიზაციაა. ვფიქრობ, რომ პორშეს სამყაროში მოპოვებული ამ ისტორიული აღიარების შემდეგ, პორშეს სათავო ოფისიდან „პორშე ცენტრი თბილისის“ მიმართ მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამ აღიარების შემდეგ ჩვენს გუნდს პირველი ადგილის ამბიციაც აქვს, მიუხედავად იმისა, რომ აღიარებამ უფრო მეტი გამოწვევაც დაგვისახა. ჩვენი უპირველესი ამოცანაა, შევინარჩუნოთ მოწინავე ადგილი და საუკეთესო შემთხვევაში ვიბრძოლოთ მსოფლიოში პირველობისთვის“. „პორშე ცენტრი თბილისის“ მსოფლიო აღიარების შემდეგ საქართველო პორშეს სამყაროში საპატიო ადგილზე მოინიშნა. ბრენდის ქართული წარმომადგენლობა კი იმ ქვეყნებს შორის ჩაიწერა, რომლებიც მოწინავეები არიან გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით. __ „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)