|
2016-02-11 22:16:51, 446 ნახვა
პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი შეხვედრებს მიუნხენში გააგრძელებს
ბრიუსელის შემდეგ ქართული დელეგაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით შეხვედრებს მიუნხენში გააგრძელებს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი უცხოელ კოლეგებს შეხვდება. საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ქართული დელეგაციის წევრები სხვადასხვა ფორმატში გამართულ ღონისძიებებშიც მიიღებენ მონაწილეობას. „მიუნხენში ბევრი ორმხრივი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. მათ შორის თავდაცვის მინისტრებთან, ვისთანაც ბრიუსელში ვერ მოვახერხეთ შეხვედრა სხდომების ინტენსიური გრაფიკის გამო. გარდა ამისა, რამდენიმე შეხვედრა დაგეგმილია პრემიერთან ერთად. ჩვენ, ბუნებრივია, ვმონაწილეობთ იმ დისკუსიებში, რომელიც კონფერენციის ფარგლებში გაიმართება, ვფიქრობ, საინტერესო იქნება. ძალიან აქტუალური არის დღეს მიუნხენის კონფერენცია იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს ჩვენ დიდ სამეზობლოში... მიუნხენის კონფერენციაზე თავდაცვის სამინისტროს და პირადად ჩემი ერთ-ერთი ამოცანაა, რომ შემდეგ ჩვენი უსაფრთხოების კონფერენციაზე რაღაც ფორმით ჩართული იყოს თავად მიუნხენის ფორმატიც“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წამყვანი საერთაშორისო და დამოუკიდებელი ფორუმია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ყოველწლიურ კონფერენციაზე მიუნხენში იკრიბებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები და ექსპერტები, სახელმწიფო ლიდერები, საგარეო და თავდაცვის მინისტრები, დიპლომატები, სამხედრო ლიდერები, პარლამენტარები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძო სექტორის ექსპერტები, აკადემიკოსები. კონფერენციის მონაწილეები გლობალური უსაფრთხოების არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს განიხილავენ და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემებია: ევროპის პასუხი ლტოლვილთა კრიზისზე, სირიაში მიმდინარე ომი და ევროპის უსაფრთხოების წესრიგი.
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)