|
2016-02-11 17:35:19, 463 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: არანაირი დამატებითი ხელშეკრულება არ არსებობს, ეს ყველაფერი უკანონობა და საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაა
„არანაირი დამატებითი ხელშეკრულება არ არსებობს. ეს ყველაფერი უკანონობაა”, - ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, სააგენტო "სპუტნიკ-ოსეტი"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, უახლოეს მომავალში რუსეთი ოკუპირებულ ”სამხრეთ ოსეთთან” ე.წ. სამოკავშირეო შეთანხმების ფარგლებში დამატებით ხელშეკრულებებს გააფორმებს. სახელმწიფო მინისტრი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან დამატებით ხელშეკრულებების შესაძლო გაფორმებას, ოკუპაციის გაგრძელებად აფასებს. ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთი არა მხოლოდ საქართველოს, მთელ რეგიონს ემუქრება. „არანაირი დამატებითი ხელშეკრულება არ არსებობს. ეს ყველაფერი უკანონობაა. არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და არც საერთო სასამართლოს. ეს არის ოკუპაციის გაგრძელება.საუბედუროდ, 2008 წელს მოხდა, ის რაც არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ ვიმკით იმ შედეგებს, რაც მოხდა და დღესდღეობით ტერიტორიები ოკუპირებულია, იქ არის განლაგებული სამწუხაროდ რუსეთის სამხედრო ბაზები, რომელიც ემუქრება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს. შესაბამისად, იქ განლაგებული ნებისმიერი შეიარაღება უკანონობაა, მთელი მსოფლიო ამით შეშფოთებულია, მითუმეტეს დღევანდელი გადასახედით რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა. უახლოეს მომავალში რუსეთი ოკუპირებულ ”სამხრეთ ოსეთთან” ე.წ. სამოკავშირეო შეთანხმების ფარგლებში დამატებით ხელშეკრულებებს გააფორმებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "სპუტნიკ-ოსეტიი", რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ივან ბოლტენკოვმა განაცხადა, მას სჯერა, რომ უახლოეს მომავალში ხელი სხვა დარგობრივ შეთანხმებებსაც მოეწერენ. "ჩვენს ორ ქვეყანას შორის დაახლოების იმდენად ძლიერი ვექტორია, არამგონია, რომ ოსური ჯარის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში გაწევრიანების საკითხის მოგვარება პრობლემად იქცეს. უახლოეს მომავალში, ამ შეთანხმებას ხელი მოეწერება, რადგან ეს სურს ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობას", - განაცხადა ივან ბოლტეკოვმა, რომელიც ამჟამად ცხინვალში "სამუშაო" ვიზიტით იმყოფება. მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მან იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება მუშაობა დოკუმენტზე, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. ოსური ჯარის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში გაწევრიანების საკითხზე.
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)