|
2016-02-11 14:48:48, 482 ნახვა
პოლიტიკა
აგულაშვილი: მცდელობაა, ატყდეს ქარიშხალი ჭიქაში და ციხისძირის მოვლენებით ცალკეულმა პარტიებმა პოლიტიკური დივიდენტები დაიწერონ
გარემოსა და ბუნებრივი დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ციხისძირში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ციხისძირში მიმდინარე მოვლენებით ცალკეული პოლიტიკური პარტიები პოლიტიკური დივიდენტების დაწერას ცდილობენ. „აქ ზოგადად ერთგვარი მცდელობაა, ატყდეს ქარიშხალი ჭიქაში და პოლიტიკური დივიდენტები დაიწეროს ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა. ეს მცენარეები, რაზეც ლაპარაკია, არც ერთი არ არის წითელი ნუსხის მცენარე. ეს უნდა მოჭრილიყო, თავის დროზე ასე იყო დაგეგმილი იმ სანერგე მეურნეობაში , გადატანა გულისხმობს რომ ა წერტილიდან მცენარე უნდა გადავიდეს ბ წერტილში, თუ კითხვები ისმება იმასთან დაკავშირებით არის თუ არა სათანადო უნარები გადატანისას იმისთვის რომ არ გახმეს, მე ამ დისკუსიაში მზად ვარ ვისაუბრო სპეციალისტების თანდასწრებით, ხოლო თუ საერთოდ იმაზეა საუბარი, რომ ხე არ უნდა იქნას გადატანილი , ვფიქრობ რომ ეს ლეგიტიმური პოზიცია არ არის“, -განაცხადა აგულაშვილმა და დასძინა, რომ მას ყოფილი პერმიერმინისტრისგან ბიძინა ივანიშვილისგან არანაირი დაკვეთა არ მიუღია: „ვერ გავიგე, რა დაკვეთას ვასრულებ, რა დაკვეთა მივიღე, მე ვალაპარაკობ ერთი ხის გადატანაზე ა წერტილიდან ბ-ში და არ ვალაპარაკობ დამკვეთებზე და შემსრულებლებზე. მე არც შეკვეთა მიმიღია, არც დამკვეთი ვიცი ვინ არის, ჩემი ინტერესების სფეროში არის ხე როგორ ცოცხლობდა ა წერტილზე და ცოცხლობდეს ბ წერტილში“, - განაცხადა აგულაშვილმა. შეგახსენებთ, “პარტიზანი მებაღეები” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხეების გადარგვას აპროტესტებენ. მათ რამდენიმე დღის წინ კარვებიც გაშალეს და სადღეღამისო მორიგეობა დააწესეს.
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)