|
2016-02-11 11:09:50, 359 ნახვა
პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელმა მინისტერიალის პირველი დღე შეაჯამა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ნატოს შტაბ-ბინაში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები გამართა. ხორვატიის, სლოვენიისა და შვედეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან - იოზიფ ბულიევიჩთან, ანდრეა კატიჩთან და პიტერ ჰალთქვისტთან საუბრისას თინათინ ხიდაშელმა ყურადღება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა. მინისტერიალის ფარგლებში გამართული შეხვედრები საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დღის ბოლოს შეაჯამა. „ჩვენი ამოცანა რამდენიმე ძირითად პოსტულატშია გამოხატული. პირველი არის ის, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა, რაც შეიძლება მეტი ინტენსივობით მიიღონ მონაწილეობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებაში, სულ უფრო მეტ კომპონენტს ჰყავდეს მეტი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ადამიანური რესურსით - კონსულტანტებით, სამხედრო მოსამსახურეებით, ტექნიკური საშუალებებით ეხმარება ქვეყანას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში; ასევე, სულ უფრო შეუქცევადი უნდა გავხადოთ საქართველოს პარტნიორობა ევროპის იმ სახელმწიფოებთანაც, რომლებიც არ არიან ამ დროისთვის ნატოს წევრები. ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რათა ყველა ქვეყანა იდგეს საქართველოს გვერდით ჩვენი ქვეყნის მეტი უსაფრთხოებისა და უფრო ძლიერი თავდაცვის სისტემისთვის,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა. დღეს თინათინ ხიდაშელი ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. დაგეგმილია ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 28+1-ის ფორმატში, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი გახსნის. თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში, ორმხრივ ფორმატში, უცხოელ კოლეგებსაც შეხვდება.
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)