|
2024-04-16 15:48:42, 373 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა
საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე ბრალდებულს მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარედგინა ბრალდება, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით და ახალი გარემოებებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, სამტრედიაში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებული მეუღლის ძმამ მოკლა. "შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა მომხდარის შესახებ გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, გარდაცვლილის მეუღლემ ძმის მუქარის გამო, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ მკვლელობა თავად ჩაიდინა. მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, დაკავებულს ახალი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე) წარედგინა. გამოძიების პროცესში, ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ დამატებით ინფორმაცია მიაწოდა, რის გამოც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)