|
2016-02-10 21:39:21, 473 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: წუხილი, რომელიც დაზვერვის ანგარიშშია, საკმაოდ ლეგიტიმური და ანგარიშგასაწევია
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ჯეიმს კლეპერის მსოფლიო საფრთხეების შეფასების ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ გამოთქმულ შეფასებას გამოეხმაურა. როგორც ხიდაშელი აცხადებს, „წუხილი, რომელიც დაზვერვის ანგარიშშია, საკმაოდ ლეგიტიმური და ანგარიშგასაწევია“. „წუხილი, რომელიც დაზვერვის ანგარიშშია, საკმაოდ ლეგიტიმური და ანგარიშგასაწევია, ყურადღებამისაქცევია და შესაბამისი რეაგირება სჭირდება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თუკი დასავლეთი ვერ მოახერხებს, დაპირებები შეასრულოს და ევროკავშირისა და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით შედეგები დადგეს, ქვეყანაში რუსული პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდება. ამ პროპაგანდას ხელს უწყობს დასავლეთის მიერ კონკრეტული ქმედებების დაგვიანება და შესაძლებელია, რუსული ნარატივი გაიზარდოს საქართველოში. თავისთავად ის ფაქტი, რომ რუსული დროშები ფრიალებს, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, არა ისტორიის წიგნებში, არამედ, ჩვენი თაობის დროს იყო ქვეყანაში რუსულ-ქართული ომი, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი და დანაკარგები გამოიწვია ქვეყანაში, შეუძლებელს ხდის რუსული ნარატივის გაძლიერებას. მაგრამ, ვიმეორებ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ჩვენი, ყველას ერთობლივი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეუძლებელი გავხადოთ ამ ნარატივის წარმატება. ჩვენ, მთლიანად ერმა, ქვეყანამ და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეგვიწყონ ხელი, რომ ევროპა სულ უფრო მეტად იყოს საქართველოში წარმოდგენილი. დასავლური კულტურა, დასავლეთი, სულ უფრო მეტად ჩანდეს ჩვენს ყოველდღიურობაში - ეს არის ამ პრობლემის მთავარი გასაღები“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. ცნობისთვის, აშშ-ის ერონული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის აზრით, საქართველომ რუსეთის ზეწოლის პირობებში შესაძლოა სტრატეგიული დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს. ამის შესახებ ჯეიმს კლაპერი ყოველწლიურ მოხსენებაში საუბრობს.
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)