00:25 - 26 May, 2026
|
2016-02-10 21:38:56, 587 ნახვა
საზოგადოება
ფოთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 მაშველი დაშავდა, 44 ოჯახი კი უსახლკაროდ დარჩა
ფოთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 44 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ხანძარი დღის მეორე ნახევარში საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულზე გაჩნდა. ადგილობრივები თქმით, სხვენში ელექტროენერგიის სადენები აალდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ხანძრის შედეგად სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი დაშავდა. ფოთის ქუჩის 9 ნომერში მდებარე შენობაში 400 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი დაიწვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახანძრო მანქანებს ნახევარი საათი ელოდნენ, რის გამოც ცეცხლი უფრო დიდ ფართობზე გავრცელდა. დაგვიანების ფაქტს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უარყოფენ. იტალიურ ეზოში ხანძრის გავრცელების საფრთხის გამო 16 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ტერიტორიაზე ელექტროენერგიაც გამორთულია.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)