|
2016-02-10 18:26:20, 611 ნახვა
საზოგადოება
„თელავი - ისტორია და თანამედროვეობა" - ეროვნული არქივისა და თელავის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით პროექტი „თელავი - ისტორია და თანამედროვეობა" დაიწყო. ამ თემაზე მემორანდუმს დღეს ხელი მოაწერეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და თელავის უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა. პროექტის მიზანია ქალაქ თელავის მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის პირველი ოცწლეულის ისტორიის, მისი განვითარების ეტაპებისა და ტენდენციების შესწავლა. ამასთან, იგეგმება დამუშავებული და გაანალიზებული მასალის აკადემიური გამოცემა, ეროვნულ არქივში დაცული შესაბამისი ფოტოებისა და სხვა დოკუმენტური მასალების გამოყენებით. თელავის ისტორიის ამ მასშტაბის კვლევა პირველად ტარდება. მისი მიზანია სანდო, უტყუარ საარქივო პირველწყაროებზე დაყრდნობით ქალაქის ისტორიული წარსულის გაშუქება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)