|
2016-02-10 17:39:32, 466 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის დელეგაცია მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის დელეგაცია მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციას „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის“ (AECR) პრეზიდენტი იან ზარადილი ხელმძღვანელობს, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი რიზარდ ცარენსკი და „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანი რიჩარდ მისლომი. მხარეებმა შეხვედრისას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს, საუბარი შეეხო ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტი დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ. ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე და მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ასევე განხილული იყო რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩევლები და "საქართველოში კონსერვატიული პარტიის" ლიდერები დაესწრნენ.
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)