|
2015-02-12 10:34:15, 738 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძის შეფასებით, მისი უწყების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს
თავდაცვის მიინსტრის მინდია ჯანელიძის შეფასებით, მისი უწყების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესის გადადება არ იგეგმება. "მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, განსაკუთრებით რამდენიმე ე.წ. ექსპერტი და მედიასაშუალება აქტიურობს. რეალურად, სამინისტროში პროცესები გეგმის მიხედვით მიდის. მინდა აღვნიშნო, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობის მიერ საქართველოს აქტიურობა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით ფასდება როგორც უპრეცედენტო. ამ ფონზე, როდესაც გამოდიან და ამბობენ, რომ ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი უნდა გადაიდოს, გაუგებარია და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - აღნიშნა ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)