|
2024-03-27 14:55:51, 510 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც რესპუბლიკის მოედანზე ნამდვილი ზეიმის მოწყობაში დაგვეხმარა
მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ნამდვილი ზეიმი მოგვეწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძემ აღნიშნული ღონისძიების ჩატარებაში თბილისის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დამსახურებას გაუსვა ხაზი. „მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ნამდვილი ზეიმი მოგვეწყო როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე ბიჭებისთვის. მადლობა მერიის თითოეულ თანამშრომელს, ვინც მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა; მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს. მისი თანამშრომლები ამ დღეების განმავლობაში იცავდნენ როგორც ქართველი გულშემატკივრების, ისე უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრების უსაფრთხოებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს ნაკრებს გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. „ვულოცავ სრულიად საქართველოს. ეს არამხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვება და წარმატებაა. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, გამეზიარებინა ის ემოცია და თავდადება, რაც ჩვენმა ბიჭებმა მინდორზე აჩვენეს. მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა სულ ასეთი გამარჯვებული და ბედნიერი იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)