13:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-26 12:13:05, 744 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ელჩი, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული, უწყებაში არ გამოცხადდა

პოლონეთში რუსეთის ფედერაციის ელჩმა, სერგეი ანდრეევმა, რომელიც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული, უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, პაველ ვრონსკის თქმით, დიპლომატი უწყებაში არ გამოჩენილა.

მისივე განცხადებით, დიპლომატიური ნოტა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "სხვაგვარად" გადაეცემა.

"ჩავთვალე, რომ აზრი არ ჰქონდა ამ თემის განხილვას მტკიცებულებების წარდგენის გარეშე და უარი ვთქვი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შესვლაზე",- განუცხადა თავად ელჩმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია "რია ნოვოსტს".

შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი მას შემდეგ დაიბარეს, რაც 24 მარტის ღამეს, რუსეთის მიერ უკრაინას შეტევისას, ერთ-ერთმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics