|
2015-02-12 09:51:37, 1489 ნახვა
მსოფლიო
მინსკში ნორმანდიული ოთხეულის მოლაპარაკებები 14 საათია გრძელდება
მინსკში, დახურულ კარს მიღმა გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის და რუსეთის ლიდერების ოთხმხრივი მოლაპარაკება უკრაინაში არსებული ვითარების დეესკალაციის თაობაზე, დაახლოებით 14 საათია მიმდინარეობს. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, შეხვედრა სულ მალე დასრულდება და შესაძლოა ხელი უკრაინის კრიზისის დასასრულებლად, განახლებულ დოკუმენტს მოეწეროს. მათივე ცნობით, მოლაპარაკებების განმავლობაში ფორმატი რამდენჯერმე შეიცვალა და ნორმანდიის ოთხეულს საგარეო საქმეთა მინისტრები დაემატა, ასევე დარბაზი რამდენჯერმე დატოვეს უკრაინის და რუსეთის ლიდერებმა. მოლაპარაკებების გახანგრძლივების მიზეზად მხარეებს შორის შეუთანხმებელი საკითხები სახელდება. წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება დონბასის სტატუსს და უკრაინის ტერიტორიიდან რუსესეთის ჯარებისა და მძიმე ტექნიკის გაყვანას, ასევე უკრაინის ბლოკ გარეშე ყოფნას რასაც მოსკოვი აყენებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)