13:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-01 16:16:32, 903 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე XIX საუკუნეში აგებულ წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრო

ფონდ „ქართუ“-თან არსებული საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის ფინანსური უზრუნველყოფით, ქ. ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია 2020 წელს განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ტაძარი XIX საუკუნეშია აგებული. შენობას სამლოცველოს ფუნქცია გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ჰქონდა შენარჩუნებული. საბჭოთა პერიოდში ეკლესია სპორტულ დარბაზად იყო გადაკეთებული.

,,დღეს მღვდელმოწამე თეოდორე აჭარელის ხსენების დღეა. ბათუმში წმინდა თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიაში, წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა ჩატარდა.

XIX საუკუნეში აგებულ წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ტაძარს ფონდი ,,ქართუს" მხარდაჭერით რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ფონდის მიერ განხორციელდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ბათუმის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაციაც. ასევე, ძველ ბათუმში განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია“, - წერს აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics