15:44 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-23 18:36:11, 1605 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

სანქციების ახალი პაკეტი 106 ფიზიკურ და 88 იურიდიულ პირს მოიცავს.

ევროპულმა საბჭომ 27 ახალი სუბიექტი დაამატა იმ სიაში, ვინც მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო და ინდუსტრიულ კომპლექსს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

დასანქცირებული იურიდიული პირები ექვემდებარებიან აქტივების გაყინვას, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის სახსრები ხელმისაწვდომი გახადონ. ფიზიკური პირები კი ექვემდებარებიან მოგზაურობის აკრძალვას, რაც ხელს უშლის მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას და ტრანზიტს.

ამასთან, ევროკავშირმა შემოიღო დამატებითი შეზღუდვები საქონლის ექსპორტზე, რაც ხელს შეუშლის რუსეთის სამრეწველო შესაძლებლობების გაძლიერებას.

ცნობისთვის, ევროკავშირმა თითქმის 2 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა სანქციები მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრა თითქმის ორი წლის წინ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics