16:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-19 10:02:19, 791 ნახვა

მსოფლიო
ბენი განცი - თუ ღაზაში მყოფი მძევლები რამდენიმე კვირაში არ გათავისუფლდებიან, ისრაელი რაფაჰში შევა ​

თუ ღაზას სექტორში მყოფი ისრაელელი მძევლები მომდევნო რამდენიმე კვირაში არ გათავისუფლდებიან, მაშინ ისრაელი სამხრეთ ღაზაში მის ოპერაციას გააფართოებს და ქალაქ რაფაჰში შევა, - ამის შესახებ ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა, ბენი განცმა განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელი ამას კოორდინირებულად გააკეთებს და დიალოგში იქნება ამერიკელ და ეგვიპტელ პარტნიორებთან, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას.

"მსოფლიომ უნდა იცოდეს და "ჰამასის" ლიდერებმა უნდა იცოდნენ - თუ რამადანისთვის ჩვენი მძევლები სახლში არ იქნებიან, ბრძოლები ყველგან გაგრძელდება, რაფაჰის რაიონების ჩათვლით...

მათთვის, ვინც ამბობს, რომ [შეტევის] ფასი ძალიან მაღალია, ნათლად ვამბობ: "ჰამასს" აქვს არჩევანი - მათ შეუძლიათ ჩაბარდნენ, გაათავისუფლონ მძევლები და ღაზას მოქალაქეებს შეეძლებათ, აღნიშნონ წმინდა დღესასწაული რამადანი", - განაცხადა განცმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics