16:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 16:35:56, 755 ნახვა

მსოფლიო
მიშელი ნავალნიზე - ევროკავშირი ამ ტრაგიკულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

ალექსეი ნავალნი თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისთვის იბრძოდა. თავისი იდეალებისთვის მან უმაღლესი მსხვერპლი გაიღო, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.

მიშელის თქმით, ევროკავშირი "ამ ტრაგიკულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს". 

"ალექსეი ნავალნი თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისთვის იბრძოდა. თავისი იდეალებისთვის მან უმაღლესი მსხვერპლი გაიღო.

ევროკავშირი ამ ტრაგიკულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს. ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და ყველას, ვინც უბნელეს პირობებში იბრძვის დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში.

მებრძოლები იღუპებიან, თუმცა ბრძოლა თავისუფლებისთვის არასდროს მთავრდება", - წერს მიშელი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics