16:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-15 17:06:46, 666 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - უკრაინის დახმარება არ არის ქველმოქმედება, არამედ ეს ინვესტიციაა ალიანსის უსაფრთხოებაში

უკრაინის დახმარება არ არის ქველმოქმედება, არამედ ეს ინვესტიციაა ალიანსის უსაფრთხოებაში, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინის დახმარების პაკეტს დაამტკიცებს.

„მე მივესალმები, რომ ნატოს მოკავშირეები უკრაინის მხარდაჭერას ზრდიან, მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას და აღჭურვილობას აწვდიან. მივესალმები ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გამოუყოს 50 მილიარდი ევრო უკრაინას და ველოდები, რომ აშშ-ის კონგრესი შეთანხმდება უკრაინის დახმარების პაკეტზე, რადგან უკრაინის დახმარება არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics