16:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-15 09:15:37, 657 ნახვა

მსოფლიო
სალივანი - აშშ-ის დახმარების გარეშე ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინელებს საბრძოლო მასალა ეწურებათ

აშშ-ის დახმარების გარეშე ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინელებს საბრძოლო მასალა ეწურებათ, - აღნიშნულის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

სალივანის თქმით, უკრაინელებთან ერთად ზარალს ყოველდღე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიც განიცდიან.

„ზარალს ყოველდღე განიცდიან როგორც უკრაინელები, ასევე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები. ფსონები ყოველდღიურად მატულობს ისევე, როგორც ჩვენი უმოქმედობის ხარჯები, განსაკუთრებით, უკრაინაში. ჩვენ სულ უფრო მეტ ცნობებს ვიღებთ, თუ როგორ აგროვებენ ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელები საბრძოლო მასალას, ან მათ საბრძოლო მასალები საერთოდ არ აქვთ.

რუსები აგრძელებენ სახმელეთო და საჰაერო შეტევას, ცდილობენ, გაანადგურონ უკრაინის საჰაერო თავდაცვა, რომლის განვითარებაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბოლო ორი წლის განმავლობაში“, - განაცხადა სალივანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics