16:44 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-13 10:46:53, 854 ნახვა

მსოფლიო
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს კვლავ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ და დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს კვლავ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. 

ორი ქვეყნის ოფიციალური უწყებები დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციასაც ავრცელებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალებმა ცეცხლი 12 თებერვალს, 20:50-სა და 23:40-საათზე ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ  დღეს, 13 თებერვალს გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მათი პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 2 ჯარისკაცი დაიღუპა.

„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ნერკინ ხანდას მიმართულებით ცეცხლის გახსნის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, არის 2 დაღუპული და დაჭრილები“, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics