17:09 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-12 09:19:13, 1422 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 14 დრონი და ერთი საავიაციო რაკეტა გავანადგურეთ

უკრაინამ, 12 თებერვლის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 17 დრონიდან 14 გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან დაფიქსირდა.

"საჰაერო ძალების ძალისხმევით და საჰაერო თავდაცვასთან თავდაცვის ძალების თანამშრომლობით, განადგურდა Shahed-ის ტიპის 14 დრონი. საჰაერო შეტევის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო დანადგარები და მობილური სახანძრო ჯგუფები იყვნენ ჩართული.

გარდა ამისა, საჰაერო ძალების ძალისხმევით და საჰაერო თავდაცვასთან თავდაცვის ძალების თანამშრომლობით, განადგურდა ერთი X-59 ტიპის საავიაციო რაკეტა.

დრონები ხმელნიცკის, ვინიცის, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩამოვაგდეთ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics