16:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-10 12:12:19, 1079 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, რუსული აგრესია შესაძლოა, სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს

თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, რუსული აგრესია შესაძლოა, სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის წევრები კონფრონტაციისთვის აქტიურად უნდა მოემზადონ.

„თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ რუსეთის აგრესია სხვა ქვეყნებზე არ გავრცელდება. რუსული აგრესიის შესაჩერებლად, აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა და ნატოს სამხედრო პოტენციალში ინვესტიციის ჩადება, რადგან რუსეთი უკვე ამზადებს საკუთარ ეკონომიკას ხანგრძლივი ომისთვის.

ჩვენ გვჭირდება სწრაფად აღვადგინოთ და გავაფართოოთ ჩვენი სამრეწველო ბაზა, რათა გავზარდოთ უკრაინაში მიწოდება და შევავსოთ ჩვენი საკუთარი რეზერვები. ეს ნიშნავს ნელი წარმოებიდან სწრაფ წარმოებაზე გადასვლას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics