|
2024-02-10 11:10:55, 1413 ნახვა
ეკონომიკა
S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით BB დონეზე შეაფასა
სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე შეაფასა სტაბილური პერსპექტივით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, რეიტინგზე დადებითად აისახა ეკონომიკურ ზრდასა და ფისკალურ კონსოლიდაციაში, აქამდე მიღწეული პროგრესი. სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინით, ეს ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდება. 2024 წლისთვის დაგეგმილი ბიუჯეტის პარამეტრები მაღალი ხარისხის ფისკალურ დისციპლინაზე მეტყველებს. სააგენტოს შეფასებით, მთავრობის ვალის დაბალი დონე რეიტინგის ძლიერი მხარეა. ფისკალური პარამეტრების დადებითი ტენდენციის შენარჩუნებას სააგენტო რეიტინგის გაუმჯობესების ტრიგერად განიხილავს; "სააგენტო წელს ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტიან დონეზე პროგნოზირებს. ამავე ნიშნულზეა მოსალოდნელი საშუალოვადიანი პერიოდის ზრდა; ტრადიციულად, რეიტინგის ძლიერი მხარეა მმართველობის ხარისხი, გამჭვირვალობა და ბიზნესის კეთების სიმარტივე; სააგენტო დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას და ელის, რომ ეს დამატებით წაახალისებს რეფორმებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)