16:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-09 19:54:22, 693 ნახვა

მსოფლიო
დანიის თავდაცვის მინისტრი - რუსეთის გადაიარაღება მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს და შესაძლოა, 3-5 წელიწადში ნატოს ქვეყანას დაესხას თავს

რუსეთის გადაიარაღება უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო, - ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა.

როგორც პოულსენმა აღნიშნა, რუსეთი 3-5 წელიწადში შესაძლოა ნატოს ქვეყანას დაესხას თავს.

„რუსეთის შესაძლებლობები სამხედრო ტექნიკის წარმოებაში საოცრად გაიზარდა. არ არის გამორიცხული, რომ სამიდან ხუთ წელიწადში რუსეთმა გამოსცადოს მე-5 მუხლი და ნატო-ს სოლიდარობა. ეს არ იყო ნატო-ს შეფასება 2023 წელს. ეს არის ახალი ცოდნა, რომელიც ახლა გამოდის წინა პლანზე. რუსეთს პოტენციურად აქვს ამის სურვილი. ახლა მათ ასევე შეუძლიათ, ჰქონდეთ სამხედრო შესაძლებლობები იმაზე ადრე, ვიდრე ველოდით. არსებობს გულწრფელი შეშფოთების მიზეზი“, - განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics