17:09 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-09 09:02:19, 1341 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 100 მებრძოლი გაათავისუფლა [ვიდეო]

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 100 მებრძოლი გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მთლიანობაში, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან უკვე 3 135 უკრაინელი ჯარისკაცის გათავისუფლება შეძლო.

"კიდევ 100 ჩვენი ჯარისკაცი რუსული ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა. უმრავლესობა მარიუპოლისა და აზოვსტალის დამცველები არიან. უკრაინაში დაბრუნდენ ეროვნული გვარდიის, სასაზღვრო სამსახურისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები.

მთლიანობაში, რუსეთის ტყვეობიდან უკვე გათავისუფლებულია 3 135 უკრაინელი.

მადლობას ვუხდი მთელ ჩვენს გუნდს, რომელიც ჩართულია გაცვლის პროცესში. კირილ ბუდანოვსა და ყველას დაზვერვის მთავარი სამმართველოდან, ანდრეი ერმაკსა და მისი ოფისის გუნდს... ყველას ვინც ჩართულია ამ პრეცესში და ეხმარება... და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს ჯარისკაცს ფრონტის ხაზზე, თითოეულ ქვედანაყოფს, რომელიც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის", - განაცხადა ზელენსკიმ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics