|
2024-02-05 10:42:05, 1061 ნახვა
რეგიონი
კასპის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სოფელ ახალციხეში, ნოსტესა და მთიულთუბანში შეხვედრები გამართეს
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, შოთა ბეგლარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ ახალციხეში, ნოსტესა და მთიულთუბანში შეხვედრები გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, შეხვედრაზე ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, რომ პროგრამის მთავარ მიზანს სოფლებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მნიშვნელოვან პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების აქტიურობა და მათი ჩართულობა წარმოადგენს. „სამივე სოფლის მოსახლეობამ დასახელებული წინადადებებიდან ყურადღება სოფლის საჭიროებებზე გაამახვილა და გადაწყვეტილებებიც შესაბამისი პრობლემების გადაჭრაზე მიიღო. ერთად, მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის განკარგულება გააცნო, რომლის თანახმადაც სამივე სოფელში მიმდინარე წელს გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება. კასპის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 950 000 ლარია გამოყოფილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)