|
2024-02-02 16:43:03, 740 ნახვა
საზოგადოება
ახალგაზრდა სპორტსმენებმა საქართველოს სახელით ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზეს - ოლიმპიური კომიტეტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
„საქართველოს ბანკი“ ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს. წელს ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეის ქალაქ განგვონში ჩატარდა, სადაც 1900-მდე სპორტსმენმა სპორტის 7 სახეობის 15 დისციპლინაში მიიღო მონაწილეობა. ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველო 6-მა სპორტსმენმა, სპორტის სამ სახეობაში წარადგინა. ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით ასპარეზობდნენ:
მათი შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: ინგა გურგენიძემ ფიგურული ციგურაობის მოკლე პროგრამაში 18 მონაწილეს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. თავისუფალ პროგრამაში კი მეექვსე ადგილზე გავიდა. ჯამურად დაგროვილი ქულების გათვალისწინებით კი მან ევროპელ მოციგურავეთაგან საუკეთესო შედეგი აჩვენა და ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა მეხუთე ადგილით დაასრულა. ფიგურულ ციგურაობაში კონსტანტინე სუპატაშვილმა, როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამაში მეათე ადგილი დაიკავა. მიღებული ქულების დაჯამების შედეგად კი მან ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები მე-11 ადგილით დაასრულა. საბა ხაჩიძემ „ალპენსიას სასრიალო ცენტრში“ ერთადგილიანი ციგით იასპარეზა, პირველი დაშვებისას 22 მონაწილეს შორის მე-9, მეორე მცდელობისას კი მე-14 ადგილზე გავიდა. შედეგების დაჯამების შემდეგ მან ასპარეზობა მე-13 ადგილით დაასრულა. ტრამპლინიდან ხტომის შეჯიბრში, გიორგი დიაკონოვმა 36-ე ადგილი დაიკავა. „საქართველოს ბანკი“ ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ჩვენ ოლიმპიურ კომიტეტთან უკვე რამდენიმე წელია მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, რომლის ფარგლებშიც, მიზნად ვისახავთ ხელი შევუწყოთ ქართველ სპორტსმენებს, საქართველოს სახელით წარმატებით იასპარეზონ საერთაშორისო ტურნირებზე, არ გაჩერდნენ და სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ახალგაზრდა სპორტსმენებს და აქტიურად გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკის“ გუნდში.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)