17:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-29 23:54:05, 940 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა განაცხადა.

აღნიშნული სანქციები შეეხო 7 ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს, რომლებიც ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსსა და სამხედრო სტრუქტურას უკავშირდებიან.

ახალი სანქციები მას შემდეგ გამოცხადდა, რაც პროირანულმა ჯგუფებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანეს. 

"ირანის რეჟიმი და მისი სახელით მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებები მიუღებელ საფრთხეს უქმნის ბრიტანეთის უსაფრთხოებას. ბრიტანეთმა და აშშ-მა გააგზავნეს მკაფიო გზავნილი: ჩვენ არ მოვითმენთ", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა.

ცნობისთვის, 28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.

მომხდარის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 34 კი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics