|
2024-01-25 16:36:46, 1378 ნახვა
ომი უკრაინაში
შოლცი - თუ უკრაინელები შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული - ამიტომ, ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ
ომი უკრაინაში დაიწყო და გრძელდება იმის გამო, რომ პუტინს სურდა უკრაინული სახელმწიფოს განადგურება და არა კიევსა და მოსკოვს შორის დიალოგის არარსებობის გამო, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც შოლცი აღნიშნავს, თუ უკრაინელები შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს უკრაინის დასასრული იქნება. "2022 წლის 24 თებერვლის წინა დღეს დისკუსიები არ აკლდა. მხოლოდ მინსკისა და ნორმანდიის ფორმატში 200-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა. შედეგი ყველამ ვიცით: რუსეთის სასტიკი და უკანონო თავდასხმა მთელ უკრაინაზე... თუ უკრაინელები შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული. ამიტომ, ჩვენი საერთო სიგნალი რუსეთისთვის უნდა იყოს: ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომელიც იბრძვის გადარჩენისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, რამდენი ხანიც ამას დასჭირდება", - განაცხადა შოლცმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)