|
2024-01-24 22:38:51, 910 ნახვა
მსოფლიო
ლავროვმა ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს ტერორისტული მეთოდის გამოყენების კიდევ ერთი ფაქტი უწოდა
Il-76-ის ჩამოგდების გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა. ამის შესახებ ლავროვმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლავროვმა Il-76-ის თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს ტერორისტული მეთოდის გამოყენების კიდევ ერთი ფაქტი უწოდა. „ჩვენ დაახლოებით საათ-ნახევრის წინ მოვითხოვეთ უშიშროების საბჭოს ჩანიშვნა. ვიმედოვნებთ, რომ საფრანგეთის წარმომადგენლობა კეთილსინდისიერად შეასრულებს თავის მოვალეობას და დანიშნავს ამ შეხვედრას რაც შეიძლება მალე. არ ვისურვებდი, რომ 2022 წლის ისტორია განმეორდეს, როდესაც ბუჩაში ინსცენირება მოაწყვეს და ბრიტანეთის წარმომადგენლობამ სამი დღით უარი თქვა ასეთი შეხვედრის მოწვევაზე“, - განაცხადა ლავროვმა. შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ჩამოვარდილ Il-76-ის ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, რომელთა გაცვლაც კიევისა და მოსკოვის კიდევ ერთი შეთანხმების სანაცვლოდ უნდა მომხდარიყო.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)